პოსტები

ნაჩვენებია პოსტები იანვარი, 2026-დან

კონფერენცია „თანამშრომლობის ძალა ინკლუზიურ განათლებაში“

სურათი
ინკლუზიური განათლების კათედრის ორგანიზებით, სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო  სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „თანამშრომლობის ძალა ინკლუზიურ განათლებაში“ , რომლის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება, გუნდური მუშაობის მნიშვნელობის წარმოჩენა და სხვადასხვა პერსპექტივიდან სასწავლო პროცესის გააზრება. კონფერენციის ფარგლებში განვიხილეთ  მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საკითხები.  ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, უფროსმა სპეციალური განათლების მასწავლებელმა სოფიო ძიგრაშვილმა წარმოადგინა თემა: „სპეციალური მასწავლებელი და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი – ერთი გუნდი, ერთი მიზანი“ , სადაც ხაზი გაესვა თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს სსსმ მოსწავლის მხარდაჭერაში. დამრიგებელმა და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურმა ასისტენტმა ინგა კანდელაკმა თემით „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ: რას გვასწავლის ასისტენტის მუშაობის პროცესი“ დამსწრეებს გააცნო ასისტენტის ყოველდღიური პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება. ენისა და მეტყველების თერაპევტმა...