პოსტები

შეხვედრა მშობლებთან „ბავშვთა ძალადობა, ძალადობის ფორმები და მისი შედეგები“.

სურათი
  „ბავშვთა ძალადობა, ძალადობის ფორმები და მისი შედეგები“.  შეხვედრის მიზანი იყო მშობლების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ძალადობის სხვადასხვა ფორმა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და კიბერბულინგი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელსაც ძალადობა ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და სასწავლო პროცესზე. მშობლებს მიეწოდათ რეკომენდაციები, თუ როგორ ამოიცნონ ძალადობის ნიშნები, როგორ ესაუბრონ შვილებს აღნიშნულ საკითხებზე და როგორ შექმნან უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ოჯახში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მშობლებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სკოლასა და ოჯახს შორის ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერებას და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

საინფორმაციო ბროშურების დამზადება.

სურათი
                            საინფორმაციო ბროშურების დამზადება. თემა:ერთად ვსწავლობთ , ერთად ვიზრდებით. ბროშურები დარიგდა სკოლის თემში , მიზანი: სასკოლო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის ინკლუზია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. სტერეოტიპებისა და სტიგმის შემცირება – ეხმარება ადამიანებს შეცვალონ არასწორი წარმოდგენები და მეტად გახდნენ ტოლერანტები. თანასწორობის ხელშეწყობა უსვამს ხაზს, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. მიღებისა და პატივისცემის გაძლიერება– მოუწოდებს საზოგადოებას, მიიღონ განსხვავებულობა როგორც ღირებულება. ინფორმაციის მიწოდება – აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, როგორ შევუწყოთ ხელი ინკლუზიურ გარემოს სკოლაში, სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოტივაციის გაზრდა – შთააგონებს ადამიანებს, თავადაც ჩაერთონ ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში.

2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა

სურათი
 2 აპრილს  აუტიზმის  შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე  აღინიშნება  სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის 6ა კლასი და  კლასის დამრიგებელი,  სპეციალური მასწავლებელი ვერა ხუციძე  ამ დღეს აქტივობით  „დამელაპარაკე ისე, როგორც შემიძლია“ გამოეხმაურეს.    მოსწავლეებმა ნახეს ანიმაცია „Loop“ , რომელიც გვაჩვენებს კომუნიკაციის ციკლს. ანიმაციის დახმარებით ბავშვებმა უკეთ გაიგეს, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს და სხვადასხვა გზით ურთიერთობს. ანიმაციის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ქვიზები თემის ირგვლივ და შექმნეს თავიანთი გზავნილები, რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 💓 ყველა ადამიანს სჭირდება გაგება და მხარდაჭერა 💕 კომუნიკაციას სიტყვები ყოველთვის არ სჭირდება აქტივობის განმავლობაში ბავშვებმა იმსჯელეს მოთმინების, ყურადღების და ერთმანეთის გაგების მნიშვნელობაზე. დღის მთავარი გზავნილი ნათელია:მიიღე   განსხვავებულობა და დაუჭირე მხარი ყველას!

თითოეული ადამიანი უნიკალურია 🧩💛❤️

სურათი
ჩვენ შევქმენით ვიდეორგოლი, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის — თითოეული ადამიანი უნიკალურია . ამ ინიციატივის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ  სპეციალური მასწავლებელი  ირინა დათაშვილი  და  სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, მირანდა შალამბერიძე. ვიდეოზე მოსწავლეების თვალით ვაჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, თანამშრომლობა და მეგობრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. . ეს  პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება გვასწავლის: მეგობრობა მრავალფეროვნებაში იბადება მხარდაჭერა ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა ბავშვი თავს მიღებულად გრძნობს ერთად მუშაობა და ერთმანეთის დახმარება აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას.

ვკითხულობთ ერთად — ზღაპარი, რომელიც გვაერთიანებს 💛❤️

სურათი
    ზღაპარი  გახდა  ხიდი, რომელიც გვაერთიანებს — გვასწავლის ემპათიას, გვიხსნის განსხვავებულ სამყაროს და გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ სამყარო სხვა თვალით. I  კლასის დამრიგებელი  და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი ლიზი მიჩილაშვილი  განმარტავს, რომ  როდესაც ბავშვები ერთად კითხულობენ, ისინი სწავლობენ: ერთმანეთის მოსმენას განსხვავებული აზრის პატივისცემას ემოციების გაზიარებას თანაგრძნობას და მხარდაჭერას ზღაპარი, რომელიც ერთად იკითხება, მხოლოდ ტექსტი არ არის — ის არის საერთო გამოცდილება, რომელიც ბავშვებს აერთიანებს, აძლიერებს მათ სოციალურ კავშირებს და ქმნის პოზიტიურ სასკოლო გარემოს. ერთად შექმნილი სივრცე ეს არის ადგილი, სადაც ყველა ბავშვი მნიშვნელოვანია. სადაც განსხვავებულობა არ არის ბარიერი, არამედ ღირებულება.

ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ.

სურათი
  ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ. დღეს, ქუთაისის 33-ე სკოლაში ბავშვებმა უბრალოდ ითამაშეს… მაგრამ ამ თამაშში იგრძნეს ის, რაც ყოველდღიური რეალობაა ბევრი ადამიანისთვის. თვალახვეულებმა იგრძნეს, შიში და ნდობის საჭიროება. ყ ურსასმენებით,ინსტრუქციის გაგების სირთულისას, გამოსცადეს გაუგებრობა და დაბნეულობა. მარცხენა ხელით კეთებისას კი გაბრაზება და მცდელობის ძალა. მარტივი დავალებები უცებ გახდა რთული. სწორედ აქ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.. გაგება როცა ბავშვი ამას გრძნობს საკუთარ თავზე, ის აღარ დასცინის სხვას. ის იწყებს დანახვას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბავშვები მხოლოდ „სწორად იქცეოდნენ“. ჩვენი მიზანია მათ იგრძნონ და გაიგონ, რომ ზოგს უჭირს დანახვა, ზოგს -მოსმენა, ზოგს - სწავლა… თუმცა ყველას შეუძლია... და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ. შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, ნაზი ვარდოსანიძე და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი სოფიო ბარათელი.

ერთად ვქმნით საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია - მსვლელობა ქალაქში

სურათი
 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის  ამაღლების დღეა — თარიღი, რომელიც გვაერთიანებს საერთო მიზნის ირგვლივ, შევქმნათ  მხარდამჭერი გარემო ყველა ადამიანისთვის. ამ დღეს 4(დ) კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი, სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, ინგა კანდელაკი,  აქტიურად გამოეხმაურნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს ცნობიერების ამაღლებაში. მათ მოაწყვეს მსვლელობა ქალაქში და საინფორმაციო შეხვედრა მოქალაქეებთან, სადაც აუტიზმის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მოსწავლეები მოქალაქეებს ესაუბრებოდნენ აუტიზმის არსზე, ემპათიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიღება და მხარდაჭერა. ეს იყო არა მხოლოდ საინფორმაციო აქტივობა, არამედ ღირებული გამოცდილება თავად ბავშვებისთვისაც — მათ შეძლეს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და საზოგადოების წინაშე აქტიური მოქალაქეობის გამოვლენა. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებაში. როდესაც ბავშვები თავად ხდებიან ცვლილებების ნაწილი, ისინი სწავლობენ თანადგომას, პატივის...