პოსტები

ნაჩვენებია პოსტები დეკემბერი, 2025-დან

საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი

სურათი
დღეს განსაკუთრებით თბილი და შემოქმედებითი შეხვედრა გვქონდა 💫 ინკლუზიური განათლების დეპარტამნეტის წევრის ეკატერინე ნადირაძის ხელმძღვანელობით გაიმართა საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს ინდივიდუალური  ნამუშევრები 🎅🎨 მადლობა ყველას ჩართულობისთვის და ეკატერინეს — ინსპირაციისთვის!

ჩემი უფლებაა ვიყო დაცული

სურათი
ჩემი უფლებაა ვიყო დაცული ამ  დევიზით  განხორციელდა შეხვედრები დაწყებითი  კლასის   ( 4ა,4ბ.4გ,4დ დ  5გ მოსწავლეებთან) ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის წევრებმა: მარიამ სვანიძე, ეკატერინე ბრეგვაძემ, სოფიო ბარათელმა, მირანდა შალამბერიძემ და სოფიო ძიგრაშვილმა მოსწავლეებთან ერთად   ისაუბრეს   შემდეგ თემაზე: რ ოგორ ვაქციოთ სკოლა ყველასთვის საყვარელ და უსაფრთხო ადგილად? როგორ შევქმნათ ტოლერანტული და ძალადობისაგან დაცული გარემო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში: დავფიქრდით: ფილმის ნახვის შემდეგ გავაანალიზეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მაშინ, როცა ვხედავთ უსამართლობას. გავითამაშეთ: როლური თამაშებში მოსწავლეებმა   ისწავლეს, როგორ დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები ასერტული   ფორმით. ვისაუბრეთ:   თემაზე, მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და არა დაპირისპირების მიზეზი.  მადლობა თითოეულ მონაწილეს გულწრფელობისთვის და აქტიურობისთვის!  

გზა ემპათიისკენ! პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.

სურათი
სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების კათედრის წევრების: ირინა  დათაშვილის, მარიამ მანაგაძის, ლიკა დვალიშვილისა და ქრისტინე სულაბერიძის  წარმატებული შეხვედრები 1-ლი კლასის მოსწავლეებთან,  პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.  თემა: გზა ემპათიისკენ!   💡  რა მიზანს  ვემსახურებით? ადრეული ასაკიდანვე  დავნერგოთ   ბავშვებში  ემპათია, მიმღებლობა და ტოლერანტობა  განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი და მარტივი ინფორმაციის მიწოდება ხელს  უწყობს  იმ გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად და დაფასებულად  გრძნობს.   💡  რა აქტივობები გამოვიყენებთ? შემეცნებითი ფილმების ჩვენება:  ბავშვებმა ნახეს მოკლე, ანიმაციური და მათთვის გასაგებ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რომლებიც განმარტავდა, რას ნიშნავს იყო აუტისტური სპექტრის მქონე და როგორ აღიქვამენ სამყაროს მათი თანატოლები. როლური თამაშები (სიმულაციები):  ამ აქტივობების ფარგლებში, ბავშვებს ს...