ჩემი უფლებაა ვიყო დაცული
ჩემი უფლებაა ვიყო დაცული
ამ დევიზით განხორციელდა შეხვედრები დაწყებითი კლასის ( 4ა,4ბ.4გ,4დ დ 5გ მოსწავლეებთან)
ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის წევრებმა: მარიამ სვანიძე,
ეკატერინე ბრეგვაძემ, სოფიო ბარათელმა, მირანდა შალამბერიძემ და სოფიო ძიგრაშვილმა
მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს შემდეგ თემაზე: როგორ ვაქციოთ სკოლა ყველასთვის
საყვარელ და უსაფრთხო ადგილად?
როგორ შევქმნათ ტოლერანტული და ძალადობისაგან დაცული გარემო.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში:
- დავფიქრდით:
ფილმის ნახვის შემდეგ გავაანალიზეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მაშინ,
როცა ვხედავთ უსამართლობას.
- გავითამაშეთ:
როლური თამაშებში მოსწავლეებმა ისწავლეს,
როგორ დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები ასერტული ფორმით.
- ვისაუბრეთ:
თემაზე, მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა
და არა დაპირისპირების მიზეზი. მადლობა თითოეულ მონაწილეს გულწრფელობისთვის და აქტიურობისთვის!
კომენტარები
კომენტარის გამოქვეყნება