პოსტები

ნაჩვენებია პოსტები თებერვალი, 2026-დან

💛 ერთად ბავშვის უსაფრთხო და ბედნიერი მომავლისთვის

სურათი
  ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით,   სკოლაში გაიმართა შეხვედრა VII ა კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, თემაზე „პოზიტიური მშობლობა და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია“ .   შეხვედრას უძღვებოდა უფროსი სპეციალური მასწავლებელი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი- სოფიო ძიგრაშვილი.   შეხვედრის მიზანი იყო პოზიტიური აღზრდის მნიშვნელობის გააზრება, ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე საუბარი და   პრევენციის გზების განხილვა. აქტივობის ფარგლებში გამოყენებული იყო როლური თამაშები .   მონაწილეებმა   რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების განხილვით   გაიაზრეს საკუთარი ქცევა და ემოციები. ასევე გაიმართა დისკუსია , სადაც მოსწავლეებმა და მშობლებმა აქტიურად გამოხატეს მოსაზრებები, დასვეს კითხვები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. შეხვედრა წარიმართა ღია, ნდობაზე დაფუძნებულ და თანამშრომლობით გარემოში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებას და ქმნის უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოს ბავშვებ...

ერთად ვქმნით სკოლას, სადაც განსხვავებულობა ძალაა, მხარდაჭერა — ღირებულება, და განათლება — ყველასთვის ხელმისაწვდომი

სურათი
  სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლაში სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ინკლუზიური განათლების კათედრის ხელმძღვანელის, სოფიო ძიგრაშვილის ფასილიტაციით . შეხვედრის თემა იყო ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) არსი , მისი მნიშვნელობა და ეფექტური განხორციელების გზები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს   ინკლუზიურ განათლებაში ჩართული   სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების როლზე , პასუხისმგებლობზე, რომელიც თითოეულ პროფესიონალს ეკისრება ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგის მნიშვნელობა — როგორც უწყვეტი, გააზრებული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის პროგრესის შეფასებას, საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას. ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ინკლუზიური განათლება   ეს არის დამოკიდებულება, მზრუნველობა და რწმენა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს უფლება განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების შეს...