ერთად ვქმნით სკოლას, სადაც განსხვავებულობა ძალაა, მხარდაჭერა — ღირებულება, და განათლება — ყველასთვის ხელმისაწვდომი

 



სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლაში სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ინკლუზიური განათლების კათედრის ხელმძღვანელის, სოფიო ძიგრაშვილის ფასილიტაციით. შეხვედრის თემა იყო ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) არსი, მისი მნიშვნელობა და ეფექტური განხორციელების გზები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული  სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების როლზე, პასუხისმგებლობზე, რომელიც თითოეულ პროფესიონალს ეკისრება ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის პროცესში.

განსაკუთრებით აღინიშნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგის მნიშვნელობა — როგორც უწყვეტი, გააზრებული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის პროგრესის შეფასებას, საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ინკლუზიური განათლება  ეს არის დამოკიდებულება, მზრუნველობა და რწმენა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს უფლება განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.





კომენტარები

პოპულარული პოსტები ამ ბლოგიდან

საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი

გზა ემპათიისკენ! პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.

ონლაინ შეხვედრა "ეიბიჯიეს" აკადემიასთან ერთად, თემა: მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი