პოსტები

ნაჩვენებია პოსტები აპრილი, 2026-დან

საინფორმაციო ბროშურების დამზადება.

სურათი
                            საინფორმაციო ბროშურების დამზადება. თემა:ერთად ვსწავლობთ , ერთად ვიზრდებით. ბროშურები დარიგდა სკოლის თემში , მიზანი: სასკოლო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის ინკლუზია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. სტერეოტიპებისა და სტიგმის შემცირება – ეხმარება ადამიანებს შეცვალონ არასწორი წარმოდგენები და მეტად გახდნენ ტოლერანტები. თანასწორობის ხელშეწყობა უსვამს ხაზს, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. მიღებისა და პატივისცემის გაძლიერება– მოუწოდებს საზოგადოებას, მიიღონ განსხვავებულობა როგორც ღირებულება. ინფორმაციის მიწოდება – აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, როგორ შევუწყოთ ხელი ინკლუზიურ გარემოს სკოლაში, სამსახურში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოტივაციის გაზრდა – შთააგონებს ადამიანებს, თავადაც ჩაერთონ ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში.

2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა

სურათი
 2 აპრილს  აუტიზმის  შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე  აღინიშნება  სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის 6ა კლასი და  კლასის დამრიგებელი,  სპეციალური მასწავლებელი ვერა ხუციძე  ამ დღეს აქტივობით  „დამელაპარაკე ისე, როგორც შემიძლია“ გამოეხმაურეს.    მოსწავლეებმა ნახეს ანიმაცია „Loop“ , რომელიც გვაჩვენებს კომუნიკაციის ციკლს. ანიმაციის დახმარებით ბავშვებმა უკეთ გაიგეს, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს და სხვადასხვა გზით ურთიერთობს. ანიმაციის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ქვიზები თემის ირგვლივ და შექმნეს თავიანთი გზავნილები, რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 💓 ყველა ადამიანს სჭირდება გაგება და მხარდაჭერა 💕 კომუნიკაციას სიტყვები ყოველთვის არ სჭირდება აქტივობის განმავლობაში ბავშვებმა იმსჯელეს მოთმინების, ყურადღების და ერთმანეთის გაგების მნიშვნელობაზე. დღის მთავარი გზავნილი ნათელია:მიიღე   განსხვავებულობა და დაუჭირე მხარი ყველას!

თითოეული ადამიანი უნიკალურია 🧩💛❤️

სურათი
ჩვენ შევქმენით ვიდეორგოლი, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის — თითოეული ადამიანი უნიკალურია . ამ ინიციატივის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ  სპეციალური მასწავლებელი  ირინა დათაშვილი  და  სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, მირანდა შალამბერიძე. ვიდეოზე მოსწავლეების თვალით ვაჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, თანამშრომლობა და მეგობრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. . ეს  პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება გვასწავლის: მეგობრობა მრავალფეროვნებაში იბადება მხარდაჭერა ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა ბავშვი თავს მიღებულად გრძნობს ერთად მუშაობა და ერთმანეთის დახმარება აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას.

ვკითხულობთ ერთად — ზღაპარი, რომელიც გვაერთიანებს 💛❤️

სურათი
    ზღაპარი  გახდა  ხიდი, რომელიც გვაერთიანებს — გვასწავლის ემპათიას, გვიხსნის განსხვავებულ სამყაროს და გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ სამყარო სხვა თვალით. I  კლასის დამრიგებელი  და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი ლიზი მიჩილაშვილი  განმარტავს, რომ  როდესაც ბავშვები ერთად კითხულობენ, ისინი სწავლობენ: ერთმანეთის მოსმენას განსხვავებული აზრის პატივისცემას ემოციების გაზიარებას თანაგრძნობას და მხარდაჭერას ზღაპარი, რომელიც ერთად იკითხება, მხოლოდ ტექსტი არ არის — ის არის საერთო გამოცდილება, რომელიც ბავშვებს აერთიანებს, აძლიერებს მათ სოციალურ კავშირებს და ქმნის პოზიტიურ სასკოლო გარემოს. ერთად შექმნილი სივრცე ეს არის ადგილი, სადაც ყველა ბავშვი მნიშვნელოვანია. სადაც განსხვავებულობა არ არის ბარიერი, არამედ ღირებულება.

ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ.

სურათი
  ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ. დღეს, ქუთაისის 33-ე სკოლაში ბავშვებმა უბრალოდ ითამაშეს… მაგრამ ამ თამაშში იგრძნეს ის, რაც ყოველდღიური რეალობაა ბევრი ადამიანისთვის. თვალახვეულებმა იგრძნეს, შიში და ნდობის საჭიროება. ყ ურსასმენებით,ინსტრუქციის გაგების სირთულისას, გამოსცადეს გაუგებრობა და დაბნეულობა. მარცხენა ხელით კეთებისას კი გაბრაზება და მცდელობის ძალა. მარტივი დავალებები უცებ გახდა რთული. სწორედ აქ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.. გაგება როცა ბავშვი ამას გრძნობს საკუთარ თავზე, ის აღარ დასცინის სხვას. ის იწყებს დანახვას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბავშვები მხოლოდ „სწორად იქცეოდნენ“. ჩვენი მიზანია მათ იგრძნონ და გაიგონ, რომ ზოგს უჭირს დანახვა, ზოგს -მოსმენა, ზოგს - სწავლა… თუმცა ყველას შეუძლია... და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ. შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, ნაზი ვარდოსანიძე და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი სოფიო ბარათელი.

ერთად ვქმნით საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია - მსვლელობა ქალაქში

სურათი
 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის  ამაღლების დღეა — თარიღი, რომელიც გვაერთიანებს საერთო მიზნის ირგვლივ, შევქმნათ  მხარდამჭერი გარემო ყველა ადამიანისთვის. ამ დღეს 4(დ) კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი, სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი, ინგა კანდელაკი,  აქტიურად გამოეხმაურნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს ცნობიერების ამაღლებაში. მათ მოაწყვეს მსვლელობა ქალაქში და საინფორმაციო შეხვედრა მოქალაქეებთან, სადაც აუტიზმის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მოსწავლეები მოქალაქეებს ესაუბრებოდნენ აუტიზმის არსზე, ემპათიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიღება და მხარდაჭერა. ეს იყო არა მხოლოდ საინფორმაციო აქტივობა, არამედ ღირებული გამოცდილება თავად ბავშვებისთვისაც — მათ შეძლეს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და საზოგადოების წინაშე აქტიური მოქალაქეობის გამოვლენა. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებაში. როდესაც ბავშვები თავად ხდებიან ცვლილებების ნაწილი, ისინი სწავლობენ თანადგომას, პატივის...

ჩვენ მეგობრები ვართ

სურათი
სსიპ ქუთაისის  N 33 საჯარო სკოლაში   ენისა და მეტყველების თერაპევტის სოფიო ნემსიწვერიძისა და სპეციალური მასწავლებლის მარიამ სვანიძის ორგანიზებით, გაიმართა აქტივობა-თამაში — „ჩვენ მეგობრები ვართ“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კომუნიკაციისა და თანადგომის უნარების განვითარებას. აქტივობის მთავარი ამოცანა იყო სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპების გაცნობა და მათი უკეთ გაგება. თამაშის ფორმატი დაეხმარა მოსწავლეებს, მარტივად და ბუნებრივად დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, მხარდაჭერა და განსხვავებულობის მიღება. აქტივობის პროცესში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უნდა ითანამშრომლონ თანატოლებთან, როგორ გამოხატონ ემპათია და როგორ შექმნან მეგობრული გარემო, სადაც ყველა თავს დაცულად და მიღებულად იგრძნობს. მსგავსი პრაქტიკული აქტივობები განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ბავშვები გამოცდილების გზით სწავლობენ და უკეთ იაზრებენ ინკლუზიის მნიშვნელობას. „ჩვენ მეგობრები ვართ“ — ეს არ არის მხოლოდ აქტივობის სახელწოდება, ეს არის გზავნილი, რომელიც ბავშვებს მთელი ც...

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

სურათი
2 აპრილი მსოფლიოში აღინიშნება როგორც  დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით,  სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალურმა ასისტენტებმა; ქრისტინე სულაბრიძემ და წკატერინე ნადირაძემ  მოსწავლეებთან ერთად  განახორციელეს შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ ემპათიის, თანადგომისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას. აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს საკუთარი ხედვა — შექმნეს ნამუშევრები, იმსჯელეს აუტიზმის შესახებ და გააზრებულად მიუდგნენ თემას. ინკლუზიური გარემოს შექმნა არ არის ერთჯერადი პროცესი — ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, რომელიც იწყება ცნობიერებიდან და გრძელდება მოქმედებით. თითოეული ასეთი აქტივობა გვაახლოვებს მიზანს, შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ბავშვი თანასწორად დაფასებული, მიღებული და მხარდაჭერილია. ერთად...

სსიპ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობები (აპრილის თვე) მიზანი: ინკლუზიური პრაქტიკის გაძლიერება და სასკოლო გარემოს განვითარება

სურათი
    2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.  ერთად შევქმნათ გარემო, სადაც განსხვავებული შესაძლებლობები მიღებული და მხარდაჭერილია.❤️❤️❤️

სამუშაო შეხვედრა კათედრის წევრებთან

სურათი
სამუშაო შეხვედრა  კათედრის წევრებთან. სსიპ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების კათედრის ხელმძღვანელმა სოფიო ძიგრაშვილმა  კათედრის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც Canva პროგრამის სასწავლო შესაძლებლობებს დაეთმო. შეხვედრის მიზანი იყო სპეციალური მასწავლებლებისა და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტების   პროფესიული განვითარება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა სასწავლო პროცესში. მონაწილეებმა პრაქტიკულად გაეცნენ Canva-ს ფუნქციებს, როგორიცაა სასწავლო მასალების ვიზუალიზაცია, პრეზენტაციების შექმნა, ინდივიდუალური რესურსების ადაპტირება და ინკლუზიური გარემოსთვის საჭირო მასალების დიზაინი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება პლატფორმის გამოყენება სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული რესურსების შესაქმნელად, რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობასა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეცად...

ონლაინ შეხვედრა "ეიბიჯიეს" აკადემიასთან ერთად, თემა: მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი

სურათი
            მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი ინკლუზიური განათლება მხოლოდ  საგნმანათლებლო მიდგომა არ არის — ეს არის ღირებულება, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო პასუხისმგებლობას. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაიმართა მასშტაბური შეხვედრა თემაზე: „მასწავლებელი, მშობელი, სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი“ შეხვედრამ გააერთიანა 300-მდე მონაწილე მთელი საქართველოს მასშტაბით — ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ბავშვების განვითარებაზე და ქმნიან მხარდაჭერაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს. ასეთი მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინკლუზიური განათლება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური მიმართულებაა საგანმანათლებლო სივრცეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეიბიჯიეს  აკადემიისა და  ქუთაისის N33 საჯარო სკოლის  მასწავლებლების ( სოფიო ძიგრაშვილი, ირინა დათაშვილი, ლიკა გორდეზიანი)   და მშობლების ( სოფიო ბარათელი)  ...