ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ.
ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ.
დღეს, ქუთაისის 33-ე სკოლაში ბავშვებმა უბრალოდ ითამაშეს… მაგრამ ამ თამაშში იგრძნეს ის, რაც ყოველდღიური რეალობაა ბევრი ადამიანისთვის.
თვალახვეულებმა იგრძნეს, შიში და ნდობის საჭიროება. ყურსასმენებით,ინსტრუქციის გაგების სირთულისას, გამოსცადეს გაუგებრობა და დაბნეულობა. მარცხენა ხელით კეთებისას კი გაბრაზება და მცდელობის ძალა. მარტივი დავალებები უცებ გახდა რთული. სწორედ აქ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.. გაგება
ჩვენი მიზანია მათ იგრძნონ და გაიგონ, რომ ზოგს უჭირს დანახვა, ზოგს -მოსმენა,ზოგს - სწავლა… თუმცა ყველას შეუძლია...
და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანი ვართ.
შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, ნაზი ვარდოსანიძე და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი სოფიო ბარათელი.
კომენტარები
კომენტარის გამოქვეყნება