სამუშაო შეხვედრა კათედრის წევრებთან
სამუშაო შეხვედრა კათედრის წევრებთან.
სსიპ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების
კათედრის ხელმძღვანელმა სოფიო ძიგრაშვილმა კათედრის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც
Canva პროგრამის სასწავლო შესაძლებლობებს დაეთმო.
შეხვედრის მიზანი იყო სპეციალური მასწავლებლებისა და
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტების
პროფესიული განვითარება და თანამედროვე
ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა სასწავლო პროცესში. მონაწილეებმა
პრაქტიკულად გაეცნენ Canva-ს ფუნქციებს, როგორიცაა სასწავლო მასალების ვიზუალიზაცია,
პრეზენტაციების შექმნა, ინდივიდუალური რესურსების ადაპტირება და ინკლუზიური გარემოსთვის
საჭირო მასალების დიზაინი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება
პლატფორმის გამოყენება სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული რესურსების შესაქმნელად,
რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობასა და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს
შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეცადათ. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად
უწყობს ხელს სკოლაში ინოვაციური და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას.
კომენტარები
კომენტარის გამოქვეყნება