2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

2 აპრილი მსოფლიოში აღინიშნება როგორც  დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერა.




ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით,  სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალურმა ასისტენტებმა; ქრისტინე სულაბრიძემ და წკატერინე ნადირაძემ  მოსწავლეებთან ერთად  განახორციელეს შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ ემპათიის, თანადგომისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას. აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს საკუთარი ხედვა — შექმნეს ნამუშევრები, იმსჯელეს აუტიზმის შესახებ და გააზრებულად მიუდგნენ თემას.

ინკლუზიური გარემოს შექმნა არ არის ერთჯერადი პროცესი — ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, რომელიც იწყება ცნობიერებიდან და გრძელდება მოქმედებით. თითოეული ასეთი აქტივობა გვაახლოვებს მიზანს, შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ბავშვი თანასწორად დაფასებული, მიღებული და მხარდაჭერილია.

ერთად ვქმნით გარემოს, სადაც განსხვავებულობა სიძლიერედ აღიქმება და თითოეული მოსწავლე — მნიშვნელოვნად.




კომენტარები

პოპულარული პოსტები ამ ბლოგიდან

საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი

გზა ემპათიისკენ! პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.

ონლაინ შეხვედრა "ეიბიჯიეს" აკადემიასთან ერთად, თემა: მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი