2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა

 2 აპრილს  აუტიზმის  შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე  აღინიშნება



 სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის 6ა კლასი და  კლასის დამრიგებელი,  სპეციალური მასწავლებელი ვერა ხუციძე  ამ დღეს აქტივობით „დამელაპარაკე ისე, როგორც შემიძლია“ გამოეხმაურეს.   

მოსწავლეებმა ნახეს ანიმაცია „Loop“, რომელიც გვაჩვენებს კომუნიკაციის ციკლს. ანიმაციის დახმარებით ბავშვებმა უკეთ გაიგეს, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს და სხვადასხვა გზით ურთიერთობს.

ანიმაციის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ქვიზები თემის ირგვლივ და შექმნეს თავიანთი გზავნილები, რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

💓 ყველა ადამიანს სჭირდება გაგება და მხარდაჭერა
💕 კომუნიკაციას სიტყვები ყოველთვის არ სჭირდება

აქტივობის განმავლობაში ბავშვებმა იმსჯელეს მოთმინების, ყურადღების და ერთმანეთის გაგების მნიშვნელობაზე.

დღის მთავარი გზავნილი ნათელია:მიიღე  განსხვავებულობა და დაუჭირე მხარი ყველას!






კომენტარები

პოპულარული პოსტები ამ ბლოგიდან

საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი

გზა ემპათიისკენ! პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.

ონლაინ შეხვედრა "ეიბიჯიეს" აკადემიასთან ერთად, თემა: მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი