კონფერენცია „თანამშრომლობის ძალა ინკლუზიურ განათლებაში“



ინკლუზიური განათლების კათედრის ორგანიზებით, სსიპ ქუთაისის N 33 საჯარო  სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „თანამშრომლობის ძალა ინკლუზიურ განათლებაში“, რომლის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება, გუნდური მუშაობის მნიშვნელობის წარმოჩენა და სხვადასხვა პერსპექტივიდან სასწავლო პროცესის გააზრება.

კონფერენციის ფარგლებში განვიხილეთ  მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საკითხები.
 ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, უფროსმა სპეციალური განათლების მასწავლებელმა სოფიო ძიგრაშვილმა წარმოადგინა თემა: „სპეციალური მასწავლებელი და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი – ერთი გუნდი, ერთი მიზანი“, სადაც ხაზი გაესვა თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს სსსმ მოსწავლის მხარდაჭერაში.

დამრიგებელმა და სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურმა ასისტენტმა ინგა კანდელაკმა თემით „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ: რას გვასწავლის ასისტენტის მუშაობის პროცესი“ დამსწრეებს გააცნო ასისტენტის ყოველდღიური პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება.

ენისა და მეტყველების თერაპევტმა სოფიო ნემსიწვერიძემ ისაუბრა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე სკოლის გარემოში და მის გავლენაზე მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე.

კლინიკურმა ფსიქოლოგმა ნაზი ვარდოსანიძემ წარადგინა თემა: „ნეიროფსიქოლოგიის (თამაშის) გამოყენება ბავშვთა განვითარებისა და სწავლების პროცესში“.

კონფერენცია  მშობლის პერსპექტივიდან გაამდიდრა სოფიო ბარათელის მოხსენებამ – „სკოლის როლი მოსწავლის განვითარებაში“, რომელმაც ხაზი გაუსვა სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ინდივიდუალურმა ასისტენტმა ლიკა დვალიშვილმა მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი ხედვა თემაზე: „სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციიდან დანახული სასწავლო პროცესი“.

 ინდივიდუალურმა ასისტენტმა  მარიამ მანაგაძემ ისაუბრა ასისტენტის მრავალმხრივ როლსა და პროფესიულ ბარიერებზე.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ინკლუზიური განათლება არის ერთიანი ძალისხმევის შედეგი, სადაც პროფესიონალების თანამშრომლობა და მშობლის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია.

 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ განვითარებას და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერებას.

 





 

კომენტარები

პოპულარული პოსტები ამ ბლოგიდან

საახალწლო ბარათების შექმნის მასტერკლასი

გზა ემპათიისკენ! პირველკლასელები აუტიზმის სამყაროს ეცნობიან.

ონლაინ შეხვედრა "ეიბიჯიეს" აკადემიასთან ერთად, თემა: მასწავლებელი, მშობელი და ინდივიდუალური ასისტენტი — ერთი გუნდი, ერთი მიზანი